რეგიონული კომიტეტების წევრობისთვის განაცხადების მიღება გაგრძელდა 2018 წლის 08 თებერვლის 18:00 საათამდე.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, 2018 წლის 22 იანვრის სხდომაზე დაამტკიცა დებულებები, რომლის მიხედვითაც, ასოციაციის რეგიონული ოფისების ბაზაზე შეიქმნა ასოციაციის რეგიონული კომიტეტები შემდეგი მიმართულებებით:
- ადვოკატის უფლებათა დაცვის რეგიონული კომიტეტი
- სამოქალაქო სამართლის რეგიონული კომიტეტი
- სისხლის სამართლის რეგიონული კომიტეტი
- კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა რეგიონული კომიტეტი
აღნიშნული კომიტეტების მიზანია, საქართველოს რეგიონებში მოღვაწე ადვოკატების საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა და წახალისება.
კომიტეტების წევრობის მსურველმა აჭარა, სამეგრელო, იმერეთსა და კახეთში მოღვაწე ადვოკატებმა, გთხოვთ, თქვენი მოკლე ბიოგრაფია და განაცხადის შევსებული ფორმა გამოგზავნოთ არაუგვიანეს 2018 წლის 08 თებერვლის 18:00 საათისა ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@gba.ge.
*შეტყობინების საგნის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ რეგიონის და იმ კომიტეტ(ებ)ის დასახელება, სადაც გსურთ გაწევრიანება.
**გაითვალისწინეთ, რომ დასაშვებია განაცხადი წარადგინოთ არაუმეტეს 3 კომიტეტის წევრობისათვის, სადაც თქვენი კანდიდატურა განიხილება განაცხადში მითითებული პრიორიტეტით/თანმიმდევრობით.